დარბაზი აღჭურვილია უახლესი ცენტრალიზებული და კომპიუტერული მართვის სისტემებით, რაც მაღალი ხარისხის აკუსტიკას და განათების ეფექტების მიღებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, დარბაზში შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც საესტრადო მუსიკის, ასევე ფოლკლორისა და ჯაზის კონცერტები. თითოეული ღონისძიებისათვის შესაძლებელია როგორც სცენის, ასევე განათებისა და სასცენო აღჭურვილობის ცვლილება და კონკრეტული ღონისძიების საჭიროებაზე მორგება. დარბაზის მშენებლობისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას. კერძოდ, სცენისა და კულისების ავტომატური ტრანსფორმერი საშუალებას იძლევა შეიცვალოს მისი კონფიგურაცია. სცენის ფართობი 110 კვ. მეტრია, სიმაღლე და სიღრმე კი 7 მეტრი.
დარბაზის ვესტიბიული ფართო საშუალებას იძლევა მოეწყოს გამოფენები, შოუები, კონკურსები და სხვა ხასიათის მასობრივი ღონისძიებები, რასაც ასევე ხელს შეუწყობს აქვე განლაგებული კაფე ბარი, დამოუკიდებელი ღია ტერასით.