ჩვენს შესახებ

2020 წლის 11 იანვარს თბილისში ბელიაშვილის 68-ში ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციურ შენობაშია განთავსებული. საკონცერტო დარბაზი 400 ადგილზეა გათვლილი. მისი ვესტიბული და საოფისე ნაწილი როგორც საგამოფენო, ასევე კონფერენციებისა და კორპორატიული ღონისძიებების ჩატარების ფართო შესაძლებლობას იძლევა.

 

დარბაზი საქართველოს სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის ვახტანგ სალარიძის სახელს ატარებს, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეტრში მოღვაწეობდა. ამ თეატრის არაერთი წარმატება სწორედ ვახტანგ სალარიძის ასხელს უკავშირდება.

aboutpic66
about_sm2

დარბაზი აღჭურვილია უახლესი ცენტრალიზებული და კომპიუტერული მართვის სისტემებით, რაც მაღალი ხარისხის აკუსტიკას და განათების ეფექტების მიღებას უზრუნველყოფს. შესაბამისად,  დარბაზში შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც საესტრადო მუსიკის, ასევე ფოლკლორისა და ჯაზის კონცერტები. თითოეული ღონისძიებისათვის შესაძლებელია როგორც სცენის, ასევე განათებისა და სასცენო აღჭურვილობის ცვლილება და კონკრეტული ღონისძიების საჭიროებაზე მორგება. დარბაზის მშენებლობისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას. კერძოდ, სცენისა და კულისების ავტომატური ტრანსფორმერი საშუალებას იძლევა შეიცვალოს მისი კონფიგურაცია. სცენის ფართობი 110 კვ. მეტრია, სიმაღლე და სიღრმე კი 7 მეტრი.

დარბაზის ვესტიბიული ფართო საშუალებას იძლევა მოეწყოს გამოფენები, შოუები, კონკურსები და სხვა ხასიათის მასობრივი ღონისძიებები, რასაც ასევე ხელს შეუწყობს აქვე განლაგებული კაფე ბარი, დამოუკიდებელი ღია ტერასით.